PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

ნივთიერება 2009 წელს დაიტესტა, ზედმეტად მომწამვლელი იყო და დაილუქა – გდდ-ს შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი

ეს ნივთიერება 2009 წელს, ან 2009 წლამდე დაიტესტა, ზედმეტად მომწამვლელი იყო და დაილუქა, – განაცხადა “დროებასთან” ინტერვიუში  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა.

“ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაგვეგო, მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ვყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო. იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები.

ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები, შემდეგ ემართება ღებინებები და ა.შ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის, მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა”, – განაცხადა შერგელაშვილმა.

გიორგი თარგამაძს შეკითხვაზე, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს, შერგელაშვილი პასუხობს, რომ მანდ ეს ზუსტად იცის.

“ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო გამოყენებული”, – განაცხადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა.