Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი და ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ ნიორს სიმსივნის განვითარების შეფერხება შეუძლია. ის ამის შესახებ ჩატარებულ კვლევებზე საუბრობს.
“იცი, რომ ნიორის მიღებას შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება? მე გეტყვი თუ რომელი ორგანოს სიმსივნის განვითარება შეიძლება შემცირდეს ნიორის ყოველდღიური მიღებით.
სხვათა შორის იყო კვლევა 2016-ში, მანამდე 2013–შიც ორ ორგანოზე და აქედან ერთ-ერთი, კუჭი განსაკუთრებით აინტერესებდათ. კვლევა ჩატარდა დაახლოებით 143 ათას ადამიანზე, იყო ე.წ. ქეის კონტროლისა და კოჰორტული კვლევების ეტაპზე და მათი მეტაანალიზით დადგინდა, რომ შეუძლია ნიორის მიღებას 35%-ით შეგიმციროს კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა. ხო, ნიორი შეიძლება იყოს პროტექციული, ანუ დამცველობითი საკვები. და ის არის ანტიკარცენოგენიც, იცავს ჩვენს კუჭს სიმსივნეებისგან.
2013–ში რომ კვლევა იყო, იმის მეტაანალიზით დადგინდა, რომ შეიძლება იცავდეს საკუთრივ წინამდებარე ჯიკვლის სიმსივნის განვითარებისგანაც”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქლაივში.
მისივე ინფორმაციით, კუჭის სიმსივნის ნიშნებია: “მოუნელებლობა, გულწვა, ტკვილის კუჭის მიდამოში ან დისკომფორტი, შეიძლება თავიდან იყოს გულისრევა და მადის დაქვეითება, ეს ადრეული ნიშნებია. მერე წონაში კლება, ღებინება, განავალში გაჩნდება სისხლი”.
ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ადამიანებმა ნიორის მიღებამდე უნდა გაარკვიოთ, შეიძლება თუ არა მისი მიღება მედიკამენტებთან ერთად.