“საგურამოში წვიმა მოვიდაო, ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?”-ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კომპანია GWP-ის განცხადებას, რომლის მიხედვით საგურამოს სათავე ნაგებობის დაზიანების გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა.
”როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქს ემსახურებოდეს წყალმომარაგების კომპანია, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო, ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ცინიკურ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს თუ დაგჭირდათო, ბარემ მეთულუხჩეები გამოუშვან და არბენინონ ქუჩა-ქუჩა.” – განაცხადა ელისაშვილმა.