რამდენიმე წუთის წინ, კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა.
“როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტია. პარტიაც აგრძელებდა მუშაობას. ეს სახალხო პროტესტია. ყველანი, ამ პროტესტზე ვინც ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ როგორც პატრიოტები ჩვენი ქვეყნის, სხვებთან ერთად.[…]არ შეიძლება არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში და ყველაფერი, რაც ქართულმა ოცნებამ, ამ არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ან ვინც დანიშნა , იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი, ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს, არ მიმაჩნია აღნიშვნის ღირსად. ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და არ შეიცვლება ხელისუფლება. ნუ, შეიძლება მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი. მე ვისურვებდი ამას. ” – ამბობს ნიკა გვარამია.