ნიკა გვარამიას ადვოკატთა ასოციაციას მიმართავს

” გაკეთდეს საჯარო განცხადება ასოციაციის ორი წევრის, ნიკა გვარამიას და დიმიტრი საძაგლიშვილის სასამართლო პროცესზე უკანონოდ არდაშვების და ჩვენი უფლებების უკანონო შეზღუდვის თაობაზე”- საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადვოკატთა ასოციაციასა და მის ხელმძღვანელს მიმართავს.

”მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელს დავით ასათიანს:

უახლოეს საათებში, გაკეთდეს საჯარო განცხადება ასოციაციის ორი წევრის, ნიკა გვარამიას და დიმიტრი საძაგლიშვილის სასამართლო პროცესზე უკანონოდ არდაშვების და ჩვენი უფლებების უკანონო შეზღუდვის თაობაზე, რამაც ზიანი მიაყენა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს;

ასევე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის განხორციელების in effectum გაუქმების თაობაზე, გლდანის დაწესებულებაში პატიმრების მხრიდან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, რაც წინასწარ დაგეგმილია და ატარებს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების და კრიმინალური სამყაროს ორკესტრირებული მოქმედების სახეს.”- წერს ნიკა გვარამია.