ნიკა გვარამია დააკავეს – ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.

“ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს”. – თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც ხელბორკილები დაადეს.

მოსამართლემ თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეცვალა, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა და განაჩენის აღსრულებას იქ ელოდებოდა.

17 აპრილს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა.  გირაო პატიმრობით შეეცვალაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ მიიღო. აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე პროკურატურამ დააყენა.