ნიკა ლალიაშვილი “იმედის” დირექტორი გახდა

ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედის დირექტორი გახდა. აქამდე ამ თანამდებობას ელდარ მდინარაძე იკავებდა.გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს და საჯარო რეესტრში დოკუმენტი უკვე დარეგისტრირდა.

სწორედ ნიკოლოზ ლალიაშვილის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმი, რომელსაც “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ჰქვია.36-წუთიანი ფილმი ეთერში 12 აგვისტოს გავიდა და მას “იმედის” თანამშრომლები  გაემიჯნენ და აცხადებდნენ, რომ მასში რუსული პროპაგანდის გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც  2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი, კი უბრალოდ, იძულებული გახდა, ომში მონაწილეობა მიიღო.