ნიკა მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს – რაქვიაშვილი

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ–ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს.

“ასე მივიჩნევ, რომ მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, მაგრამ მელია თუ არ გადაიხდის გირაოს, “ქართულმა ოცნებამ” იმუნიტეტი არ უნდა ჩაუხსნას”, – თქვა რაქვიაშვილმა ფორმულას ეთერშ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.

მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.