ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა. მისი თქმით, განახლებული გუნდი ეკონომიკაზე, სოციალური მიმართულებასა და ჯანდაცვაზე იქნება ორიენტირებული.
ენმ–ს 12 ახალი წევრი იქნება:
- ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს;
- რეზო ჩომახიძე – ყოფილი წყალბურთელი და ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი;
- ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
- სოფო ჯაფარიძე – ლექტორი, იმუშავებს ჯანდაცვის მიმართულებაზე ;
- ნონა მამულაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
- ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნეს ადმინისტრირებისა და ბიზნეს სამართლის მაგისტრი;
- გიორგი თარგამაძე – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
- მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
- გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
- ნიკა ობოლაძე – იურისტი;
- ბაჩო დოლიძე – პოლიტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
- გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი;