“ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გირაო “ევროპამ გადაუხადოს”.
„მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვეშვებოდნენ ჩვენი მეგობრები. ალბათ, უკვე ამ ჩამოსვლაზე იქნება რეკომენდაციები, ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად, მე რომ მოწადინებული ვიყავი და არ მინდოდა მელიას ის მოსვლოდა, რაც დაემართა, მაგრამ მეორე მხრივ უკვე კრიტიკას ვერ უძლებს ის ამბავი, რომ დღესვე შეუძლია გამოვიდეს, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სასამართლოს უნდა ელოდოს.
მე არ გამოვრიცხავ ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, რომ ელისაშვილმა თქვა, მე გადავიხდიო და მუქარები წამოვიდა. შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა, გამორიცხულია? – არაფერია გამორიცხული, რადგან იგი აღარ ელოდება სასამართლოს,”- განაცხადა ზილფიმიანმა.