„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველის განმარტებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა იმიტომ უნდა, რომ მის მიმართ თანაგრძნობა აქვს.
მისი თქმით, ამის “სისტემა დატესტა”.
„მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. როგორ გაბედა… ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს?! მე დავტესტე სისტემა. ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს.
ტელევიზიებში დავაგზავნე კონკრეტული წერილები, ნებისმიერი კითხვას იქ ვუპასუხებ, მომიწვიეთ! ჯერ წერილს ველოდები, იქ წერია შეთავაზება, მსჯელობა და უკუკავშირი არ გვქონია“,- განაცხადა ბოგველმა.
ცნობისთვის, 29 მარტს, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ ბესიკ ბოგველმა პროკურატურას მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა, მელიას გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი გადაიხადოს. ადვოკატის თქმით, გირაოს გადახდა მელიასთვის მიუღებელია და არ გამორიცხავს, ეს “ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი” იყოს.