ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. ის 13 აპრილს, 11 საათზე გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა.