ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 9 მაისს არ გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის გამართვის თარიღი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა.
ცნობისთვის, 8 მაისს, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადაიხადა.