წუხელ, ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია ფეისბუქზე წერს. ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბრმა ტყვია, რომელმაც ვაჟა–ფშაველას გამზირზე საკუთარ ბინაში, მერვე სართულზე მყოფი ქალი შეიწირა პოლიციელებმა ისროლეს:
“კომენდანტის საათია
ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.
და მერე რა ხდება?
როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.
ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“– წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ კვირას საღამოს ვაჟა ფშაველას გამზირდე საკუთარ ბინაში მყოფი ქალი მეზობელი კორპუსიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გასროლა სავარაუდოდ 500 მეტრის დაშორებით მდებარე კორპუსიდან მოხდა.