”ნიკა მელია არ არის ენმ-ის წევრი და არ ირიცხება პარტიის რიგებში” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება და არ არის პარტიის წევრი.

”საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”. აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ის ვერ ილაპარაკებს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით… მე მას ლაპარაკს, საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის.[…]არ ირიცხება მან გადაწყვიტა რომ გაემიჯნოს ნაციონალურ მოძრაობას და უკვე 8 თვეა ამას აკეთებს. მე და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ახლა მეტსაც გეტყვით იქნებ ხვალ პირობითად თქვას, რომ იცით რა, მე ბიძინა ივანიშვილის წინაააღმდეგ მინდა ბრძოლა. დავამთავრე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და “ნაციონალურ მოძრაობას” პირობითად ვესროდი ტალახს, კობახიძის პირით ვსაუბრობდი, პოსTV-ის და იმედის მესიჯბოქსით ვლაპარაკობდი, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ბიძინასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ. რავიცი, ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ”-თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთანავე, ლევან ხაბეიშვილმა  “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ შეკითხვას: “ირიცხება თუ არა ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობის” რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?” – წერილობითვე უპასუხა: “არ არის, არ წარმოადგენს”.