ნიკა მელია დააკავეს

ფოტო : მინდია გაბაძე /პუბლიკა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. როგორც მისი ადცოკატი აცხადევს ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა და დააკავა.

“რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არცერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე” – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა “tv პირველთან”.