ნიკა მელია დაამშვენებდა პარლამენტს, ის დააკლდა პარლამენტს – ინჯია

ევროპელი სოციალისტების წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ნიკა მელია პარლამენტს დაამშვენებდა. მისი თქმით, მიმდინარე ამბები ერთი თამაშის ნაწილია.

“ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და შეუძლია ჯერ კიდევ პარლამენტში მისი ყოფნით. ის დაამშვენებდა პარლამენტს.

“მე კარგად ვიცი და კარგად არის დალაგებული ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, შემდეგ ის ღამე, შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, შემდეგ არჩევნები, მერე დაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების, შემდეგ მცდელობა მათი რეანიმაციის და დავამთავროთ გინდაც ჯაფარიძის კაფე-ბარებით – ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია” , – განაცხადა ინჯიამ.

ევროპელმა სოციალისტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.