მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირონ.
მისივე თქმით, ნიკა მელიას მის მიმართ “ზღვარს გაცდა”.
“ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო, მაგრამ ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გაცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის. თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას. ამდენად გთხოვდით და მოგიწოდებდით, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიასადმი და ნაციონალური მოძრაობისადმი, არ დაუჭიროთ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს”,– თქვა ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ნიკა მელიამ დღეს ელისაშვილს მოუწოდა “ენას კბილი დააჭიროს” და აღიაროს, რომ “მარიონეტია”.