ნიკა მელია თავისუფალია – სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მელიას აღკვეთის ღონისძიება 40 ათასი ლარი ოდენობის გირაოთი შეუცვალა და ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა. შემდეგი სხდომა 13 მაისს გაიმართება. თავად ნიკა მელია დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომებიდან გაძევებულია.