უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ნიკა მელიას ადარებს.
“თუ ორ პოლიტიკოსს – ნიკა მელიას და კახა კუჭავას ერთმანეთს შევადარებთ, ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა – პროგრესული, თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი. ამიტომ, რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კუჭავასათვის და მით უფრო უარესი – მელიასთვის”,– ამბობს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, დღეს ნიკა მელიამ თქვა, რომ “ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!”.