ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავა. ფორმულას ინფორმაციით, უკრაინაში მასთან ერთად გაფრინდნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.
“დროების” ცნობით, მელიამ გაფრენამდე განაცხადა, რომ სააკაშვილს საკუთარ ხედვას გააცნობს.
“ორ წელიწადნახევარია კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მე და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის – თავისას”,– თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ნაციონალურ მოძრაობას ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში. მელიას თქმით, გადაწყვეტილებას რეგიონებში შეხვედრების გამართვის შემდეგ გამოაცხადებს. პარტიაში აზრდა სხვადასხვაობაა.