ნიკა მელია: 19 კილო დავიკელი, მარტო სუპს ვჭამ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ საპატიმროში წონაში 19 კილოგრამი დაიკლო.

“მოსაცდელი ოთხაი რომაა, “მიყვარხარ” და წარწერებია გაკეთებული, მეც მივაწერე რაღაცეები. სუპს ვჭამ მარტო, 19 კილო დავიკელი”,– ამბობს მელია.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატებმა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის არ დააკმაყოფილა.