ნიკა მელია 48.4%, კახა კალაძე 51,6% – IPSOS-გლობალის კვლევა

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ნიკა მელია – 48,4%
  • კახა კალაძე – 51,6%

გამოკითხვა ჩაატარა ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება, ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.