თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს თანადგომას უცხადებს:
“საუკეთესო ადამიანი, პროფესიონალი სპორტსმენი, ქვეყნის საამაყო შვილი, ერთგული მეგობარი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ძალიან გულიანი ადამიანი… ნიკა შენ გვერდით ვარ… არა ძალადობას… თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.“– წერს დეკანოზი ფეისბუქ გვერდზე.
ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახლით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი
ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა – პროკურატურა
ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! – ლომჯარია ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე