ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე – ლადო კახაძე

ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე ჰყავს ნანახი.

“ნიკოლოზ ბასილაშვილი ნანახი მყავს დაბადებამდე, მუცლამყოფ პერიოდში და ნამდვილად არ მეგონა, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას.

მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი – მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ დარტყმაზე მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის.

არის ასეთი ორგანო ღვიძლი ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხმას გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი”,– თქვა ლადო კახაძემ.