რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, შვეიცარიელი ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელს სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოუგო.
ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, ტეილორ ფრიცი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 33-ე პოზიციას იკავებს.