ნიკოლოზ ბასილაშვილს ინვესტორი უჩივის

ქვეყნის პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, მისი დამფინანსებელი ირაკლი კაჭარავა უჩივის.

კაჭარავას ადვოკატის განცხადებით, კაჭარავა ჩოგბურთელს აფინანსებდა, სანაცვლოდ კი ბასილაშვილს 50-ეულში მოხვედრის შემდეგ ტურნირებზე გამომუშავებული თანხის ნაწილი მისთვის უნდა გადაეხადა, თუმცა მან ეს შეთანხმება დაარღვია.

“შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კაჭარავა ახორციელებდა დაფინანსებას. კონკრეტულად, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის უზრუნველყოფდა სატრანსპორტო, სამივლინებო, საცხოვრებელი და სხვა ხარჯის დაფინანსებას, მისი მწვრთნელების მომზადებას. თანმხვედრი პირობა იყო ის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს, მას შემდეგ, რაც მოხვდებოდა 50-ეულში, უნდა მოეხდინა მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან თანხის გადახდა ინვესტორებისთვის.

დადგა საკითხი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების და ვინაიდან, არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად ვალდებულება არ შესრულდა, ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, რომ მიემართა სასამართლოსთვის. სარჩელის შეტანამდე გვქონდა კომუნიკაცია მხარესთან მორიგებაზე, რაზეც არ იყო შესაბამისი თანმხვედრი პირობები,”,- თქვა კაჭარავას ადვოკატმა.