შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 იანვარს სუპერმარკეტ ნიკორას თანამშრომლის დაჭრის გამო ერთი ადამიანი – 1999 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს.
“დაკავებულმა ნიკორას თანამშრომელს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი”,- აცხადებს სამინისტრო.
შსს-ს ცნობით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.