“ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდის ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელია ქვეყანაში. ნინოწმინდაში მართლაც სოფლის მეურნეობის უნიკალური პროდუქტები მოგყავთ თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელებით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, რომლებიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე”
მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს ნინოწმინდის მერობის კანდიდატის წარდგენისას.