ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება არ მისცენ – ომბუდსმენი

“ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება არ მისცენ “- ამის შესახებ, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს. მისი თქმით, პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება რათა ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

“სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრების დროს”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.