ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონს 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდამ 9.8 მილიონი გადაუხადეს.
“2016-21 წლებში აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე (3 ძალადობა, 1 გაუპატიურება) არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.
სახელმწიფო აფინანსებს პანსიონს, თუმცა მასზე მონიტორინგს ვერ და არ ახორციელებს.
დღემდე, 1 წლის განმავლობაში, პანსიონში სოცმუშაკს არ უშვებდნენ და აგრეთვე, მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა სახალხო დამცველს.
პანსიონში მხოლოდ მეუფე სპირიდონისადმი კეთილგანწყობილ მედიებსა და ორგანიზაციებს უშვებდნენ – პრორუსულ “ობიექტივს”, “ალტ-ინფოს” და სხვა.
თავად მეუფე სპირიდონი ლანძღავს დასავლეთს და მრევლს მოუწოდებს, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ”,- წერია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.