დღეს ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულურების სააგენტოს 4 წამომადგენელი შეუშვეს. მათი თქმით, ისინი სალიცენზიო პირობებს შეამოწმებენ და შემდეგ გადაწყვეტენ, შეუჩერებენ თუ არა პანსიონს ლიცენზიას.
“ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ სალიცენზიო პირობებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება და მიეცემათ გამოსასწორებელი ვადა, ამის შემდეგ გადამოწმდება ეს და კიდევ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საბოლოო ჯამში, შესაძლებელია, მოხდეს ლიცენზიის გაუქმება”,– თქვა ტარიელ კაშიამ.
ბოლოს ისინი პანსიონში 2018 წელს შევიდნენ, რატომ არ ჩატარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში პანსიონში მონიტორინგი, უცნობია.