ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია – სოზარ სუბარი

სახალხო დამცველი ციხეში ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია – ამის შესახებ მმართველი გუნდის,  ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ სააკაშვილის ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და ხმა არ შედიოდა. ტელევიზორი ძალიან მაღალ ხმაზე ჩართული არ იქნებოდა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი “შუმოკი” არ იყო. თუ რამდენიმე პატიმარი შეძახილს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ეს ზეწოლად ვერ ჩაითვლება. მითუმეტეს, ადამინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი, შეურაცხმყოფელია და ცილისწამებაა. ერთადერთი რაც იქაურობას აწუხებდა, ეს იყო გარეთ მეგაფონების ხმა და იქ მისული მანიფესტანტების ლაპარაკი, რითაც პატიმრებს აწუხებდნენ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.