“ორი რამ:
ნინო ლომჯარია გმირია
კომისიამ ურო ურტყა თავში მთავრობას.
გმადლობთ. ნახვამდის”
ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომლის მიხედვით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.