ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს. „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან აირჩიეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. პოზიციაზე ის 4 წლის ვადით დაინიშა.

უფრო კონკრეტულად, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მოსამართლე წევრებმა: ირაკლი შენგელიამ, რევაზ ნადარაიამ, ირაკლი ბონდარენკომ, ვასილ მშვენიერაძემ, თამარ ონიანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ. არამოსამართლე წევრებმა: ლევან გზირიშვილმა, ირმა გელაშვილმა, თამარ ღვამიჩავამ, ზაზა ხარებავამ და შოთა ქადაგიძემ.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა საბჭოს მხოლოდ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.