ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა

“ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მე-10 მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.