Covid19-ის მსხვერპლი კვირას ნიუ იორკშის შტატში 367 ადამიანი გახდა. ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის პიკზე იყო. ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ აღემატება ერთ დღეღამეში ათასს, თუმცა მაინც მცირდება, ისევე როგორც ფილტვების სავენტილაციო აპარატთან შეერთებულთა რაოდენობა.
“ჩვენ დავუბრუნდით 31 მარტის მაჩვენებლებს, როცა ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი ზრდა დაიწყო, თუმცა კვლავ ვაკვირდებით ტენდენციას. მთავარი კითხვაა: რამდენად სწრაფად განაგრძობს კლებას ინფიცირებულთა რაოდენობა და საერთოდ, განაგრძობს თუ არა შემცირებას.“– თქვა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.
მან ასევე განაცხადა, რომ სამშენებლო ბიზნესი და წარმოების ის ნაწილი, რომლებიც დაბალი რისკის მატარებელია, ერთ–ერთი პირველები შეძლებენ მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ 15 მაისის შემდეგ. უფრო დიდხანს მოუწევთ ლოდინი საცალო ვაჭრობის და სასტუმროების ბინესებს.
სპორტის ისეთ სახეობებს, როგორცაა მაგალითად ბეისბოლი მოუწევთ იმის გარკვევა, შეუძლიათ თუ არა ტრიბუნაზე მაყურებლების გარეშე არსებობა. თქვა გუბერნატორმა, და დასძინა, რომ ყველას მოუწევს არასტანდარტულად აზროვნება.
ნიუ იორკში სიტუაციის გაუმჯობესების კიდევ ერთ ნიშნად იქცა ის, რომ კვირას ბოლო პაციენტი გაწერეს USNS Comfort–დან. ჰოსპიტალი–ხომალდი 1000 საწოლით მანჰეტენის ნავმისადგომთან 30 მარტს გაჩერდა და დახმარება 182 პაციენტს აღმოუჩინა. მალე ის მშობლიურ ვირჯინიის შტატის ნორფოლკის პორტში გაემგზავრება.
ხალხმრავლობა იყო კვირას კალიფორნიის პლაჟებზეც. ჰანთინგთონ ბიჩის ხელისუფლებამ კორონავირუსის ახალი აფეთქების შიშით ქალაქის რიგი ობიექტები დაკეტა.