“გინახავთ ალბათ უცხოეთში სხვადახვა ქალაქებში, ქალაქის ცენტრში, პარკებში არის შექმნილი სპეციალური სივრცეები, სადაც თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება თავიანთი ნამუშევრები განათავსონ და საზოგადოებას გააცნონ თავი, გარკვეულ სილამაზეს სძენს იმ კონკრეტულ სივრცეს და არეალს. გვინდა, რომ ნიუ-იორკის მაგალითი გადმოვიტანოთ თბილისში და ჩვენს პარკებში, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განვათავსოთ ეს ნამუშევრები, რითაც ქართველ არტისტებს მივცემთ საშუალებას, თავიანთი ნამუშევრები აჩვენონ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, თბილისსაც ძალიან მოუხდება”
თქვა კახა კალაძემ იმედის ეთერში.