ნიუ-იორკში კორპუსში ხანძარი გაჩნდა – გარდაიცვალა 19 ადამიანი

ნიუ-იორკში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 9 ბავშვი. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32 სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძარი ბრონქსში, 19-სართულიანი შენობის მეორე ან მესამე სართულზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე მონაწილეობდა.