ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას თავმჯდომარეობას ულოცავს.
“ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა ჩვენს ათასობით აქტივისტს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში… მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული ელექტრონულად, არჩევნებში ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავის სამშობლოს ბედს”-, ამბობს სააკაშვილი.
მელია დღეს პარტიის ყრილობამ თავმჯდომარემ ოფიციალურად დაამტკიცა.