ტვ პირველის ეთერში ნოდარ მელაძის გადაცემის მიმდინარეობისას უცნობი მამაკაცი ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს თავს დაესხა. გადაცემა პირდაპირ ეთერში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობდა, მარიამ გაფრინდაშვილმა კი საკუთარი სიუჟეტის წარდგენა დაიწყო, როცა უცნობი მამაკაცი მას ხელზე ჩაეჭიდა და გაყვანა დაუპირა. მამაკაცი იქვე მყოფებმა გაიყვანეს, მოგვიანებით კი ადგილზე პოლიცია მივიდა. ნოდარ მელაძემ თავდამსხმელს მიგზავნილი პროვოკატორი უწოდა