ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 15 მარტს, 11:00 საათზე გამოკითხვაზე დაიბარა. გამომძიებლებს ნოდარ მელაძესთან კითხვები, სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე ქენებათ, რომელზეც უწებამ გამოძიება დაიწყო.
ტელეწამყვანი შსს-ში დაბარებულია სამშაბათსაც, 16 მარტს, ამჯერად ამ შემთხვევაში მელაძის გამოკითხვა სკანდალურ აუდიო-ჩანაწერებს შეეხება, რომელიც შაბათს, 6 მარტს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნოდარ მელაძემ გაასაჯაროა.
ცნობისთვის, 6 მარტს ტელეკომპანია “პირველმა” აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ირკვევა თუ როგორ აგზავნიდა ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც ინტერნეტ-სივრცეში ბერას და მის ოჯახს აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ.
აღნიშნული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.