ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა

ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ TV პირველის დირექტორი  ინგა გრიგოლია ავრცელებს.

,,ნოდარ მელაძე – ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან ტვ ,,პირველის,, მთავარი პროდუსერი.
უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი.

მისი მოსვლა ტვ ,,პირველისთვის,, უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით”,- წერს გრიგოლია.

ნოდარ მელაძემ ,,მთავარი არხი” რამდენიმე დღის წინ დატოვა.