ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრცაიის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აზერბაიჯანული თემი 21 მარტს, ერთი დღით კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პრემიერმინისტრს მიმართავს.

“კულტურულ რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა”, – განაცხადა ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრცაიის უფროსმა.