ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ “ესენი დაზვერვის თანამშრომლები არიან, რომლებიც დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევიან”.
საგარეო საქმეთა მინისტრის ანიკენ ჰუიტდელდტის თქმით, რომ სამართალდამცავი ორგანოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ დიპლომატიური საფარქვეშ მომუშავე დაზვერვის თანამშრომლებს, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ფონზე, გადაწყდა მათი ახლავე გაძევება.
“ამჟამად ნორვეგიისთვის ყველაზე დიდი ჯაშუშური საფრთხე რუსეთიდან მოდის. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით […] ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს დიპლომატიური საფარქვეშ იმოქმედონ ნორვეგიაში”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.