ნორვეგია გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას.
როგორც ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, ზაზა გახელაძე დაუყოვნელივ უნდა გათავისუფლდეს.
“მიუღებელია საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12.5 წლამდე გახანგრძლივება. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას – დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალის ციხიდან და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”, – წერს ნორვეგიის ელჩი.