ნორვეგია უკრაინას ომის დროს დაზიანებული ხიდების აღდგენაში დაეხმარება და 10 ხიდს გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდი ავრცელებს.
ხიდების ჯამური ღირებულება 30 მილიონი ნორვეგიული კრონია
დაშლილი ხიდების კომპონენტებს 32 სატვირთო მანქანა უკრაინამდე ჩაიტანს.
- “ომი შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენ მზად ვართ უკრაინას დახმარება დიდი ხნის განმავლობაში გავუწიოთ. უახლოეს მომავალში მთავრობა გამოაცხადებს დახმარების ახალ პაკეტებს, იმ 14 მილიარდი კრონის გარდა, რომელიც უკვე დაანონსდა.” – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.