ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი – გიგი უგულავა

” ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი “- ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით კარტოგრაფების საქმეზე ყოფილი პრემიერის, ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თამაშიის ნაწილია და  “სიაფანდია”, რადგან ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია აზერბაიჯანთან ტრანზიტის საქმეში და მეზობელი ქვეყნის ინტერესებს ლობირებს.

“ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს — აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში “სიაფანდი” თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან.

უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა გააკეთეს, დაატყვევეს ეს ადამიანები და ვერსია, რასაც აჩეჩებენ არის ის, რასაც აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი არის ნოღაიდელი, რომელიც იქედან ფულს აკეთებს. ასე რომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთობლივი თამაშია ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ივანიშვილის”, – განაცხადა მან.