ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს მოხუცი ქალი ემსხვერპლა

ნუცუბიძის მესამე პლატოზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა.

ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ასაკოვანი ქალი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.