ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს

ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის.